ფეხბურთი

19:28 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუ სერია A-ში ითამაშებს

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ იტალიაში დაბრუნდება და კარიერას „რომაში“ გააგრძელებს.

ეს ინფორმაცია რომელუმ თვითონ დაადასტურა: „კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ რომში მივფრინავ“, - უთხრა ბელგიურ მედიას მან.

„ჩელსის“ თავდამსხმელი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „ინტერში“ გაატარა, ამჯერად „რომას“ ღირსებას დაიცავს, რომელსაც იჯარით შეუერთდა.

ლუკაკუს გადაბირებას „იუვენტუსიც“ ცდილობდა, მაგრამ ტურინელებმა დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვა ვერ შეძლეს, რის შედეგადაც, ბელგიელი „ჯალოროსიში“ აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ლუკაკუ ჟოზე მოურინიოსთან მესამედ იმუშავებს. აქამდე მათი გზები „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაიკვეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128481