ფეხბურთი

18:50 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ რუბიალესს საქმიანობა 3 თვით აუკრძალა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლუის რუბიალესის ირგვლივ მიმდინარე სკანდალი გრძელდება.

მან უარი თქვა გადადგომაზე, მაგრამ საქმეში ფიფა ჩაერია, რომელმაც რუბიალესს საქმიანობა 3 თვით აუკრძალა. შესაბამისად, ამ პერიოდში ლუისი ესპანურ ფეხბურთს ვერ უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ მასზე დიდი ზეწოლაა, რის გამოც შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალოს და თანამდებობის დატოვება მაინც მოუწიოს. ჯენი ჰერმოსომაც, რომელსაც რუბიალესმა ტუჩებში აკოცა, თქვა, რომ ის აგრესიის მსხვერპლი და კოცნა ნებადართული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა.

0.105282