სხვა

15:41 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბადრი ყაველაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

დუისბურგში მიმდინარე კანოე-კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ბადრი ყაველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა K1 M 200 მეტრიანი დისტანცია 35.364-ში დაფარა და მეორე საპროზო ადგილი ერგო.

ყაველაშვილი პლანეტის პირველობის გამარჯვებულ, ლიეტუველ სპორტსმენს მცირედით ჩამორჩა და შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვების რეალური შანსიც ჰქონდა. 27 წლის არტურ სეჰამ დისტანცია 235.243-ში დაფარა.

დღესვე, გია გაბედავამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ გაცურვაში 500 მეტრიან დისტანციაზე დაიკავა მე-9 ადგილი და გამოეთიშა ასპარეზობას. ხოლო ზაზა ნადირაძე პლანეტის პირველობის ფინალში გავიდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.

0.119025