სხვა

16:10 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მირიან ოგნაძე უსინათლოთა წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენია

მირიან ოგნაძე უსინათლოთა წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენია.

ბირმინგემში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა პარასპორტსმენმა სამჭიდის ჯამში 707,5კგ. დაძლია და ოქროს მედალი აიღო.

ოგნაძემ წოლჭიმში 212,5 კგ ასწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

გარდა ამისა, გიორგი მაისურაძემ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მაისურაძემ წილჭიმში 160კგ. დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა, სამი მოძრაობის ჯამში კი მესამე ადგილი დაიკავა.

ზაზა მარტიაშვილი ამავე ტურნირზე წოლჭიმში და სამი მოძრაობის ჯამში ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

0.11669