ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი სკანდალშია გახვეული და მას შემდეგ, რაც თანამდებობის დატოვებაზე უარი თქვა, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა.
რუბიალესმა განაცხადა, რომ კოცნა ნებადართული იყო ჯენიფერ ჰერმოსოსგანაც, მაგრამ ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა ეს უარყო. მან რუბიალესი ტყუილში დაადანაშაულა.
„რუბიალესის სიტყვები მომხდართან დაკავშირებით კატეგორიულად მცდარია. არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა ის საუბარი ჩვენს შორის, როგორც მან თქვა და არც კოცნა ყოფილა ნებადართული. რაც მოხდა, არ მომეწონა. თავს დაუცველად და აგრესიის მსხვერპლად ვგრძნობ, მარტივად რომ ვთქვათ, პატივი არ მცეს. ასევე, ჩემზე ზეწოლა განხორციელდა, რომ გამეკეთებინა განცხადება, რომელიც რუბიალესის ქმედებას გაამართლებდა. ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ მტრულ და მაკონტროლებელ კულტურას. ამ ტიპის ინციდენტი ემატება სიტუაციების გრძელ ჩამონათვალს, რომელიც ჩვენ ფეხბურთელებმა ჯერ კიდევ გასულ წელს გავაჟღერეთ“, - თქვა ჯენიმ.
აღსანიშნავია, რომ 53-მა ესპანელმა ქალმა ფეხბურთელმა, მათ შორის, ჰერმოსომ ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლის მიხედვით არ აპირებენ ესპანეთის ნაკრებში თამაშს, თუ რუბიალესი პრეზიდენტის პოსტზე დარჩება.
შეგახსენებთ, ესპანეთმა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო და სწორედ ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა ის ინციდენტი, რის გამოც რუბიალესის გადადგომას ითხოვენ.