ფეხბურთი

12:15 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიუგარი: "ვერატის კარიერა დასრულებულია"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი მარკო ვერატი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, იტალიელის კარიერა დასრულებულია, თანაც ისე, რომ მან ვერასდროს გააცნობიერა, როგორია იყო უმაღლესი დონის ფეხბურთელი.

„ჩემთვის ვერატის კარიერა დასრულებულია. ის 31 წლისაა, აქ 11 წელია თამაშობს, ვერასდროს გააცნობიერა როგორია იყო უმაღლესი დონის ფეხბურთელი. ეს არის ცხოვრების სტილის არჩევანი, ეს არჩევანი მეც გავაკეთე. კარგი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ სულელიც. ის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია, ყველანი ვთანხმდებით ამაზე, ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ ის არ არის გამორჩეული სპორტსმენი“, - თქვა დიუგარიმ.

ვერატი გააკრიტიკა კიდევ ერთმა ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა: „ის სეზონში თამაშების მხოლოდ 60%-ს თამაშობს და როგორც წესი, მაღალი ტემპის შეხვედრებში მე-60 წუთზე იღლება, რადგან თავისუფალ დროს წვეულებებზე, მოწევასა და სასმელზე ხარჯავს. ეს კი, კლუბის იმიჯსაც აზიანებს“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს მარკო ვერატი ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული და გუნდთან ერთად ამჟამად არ ემზადება. თუმცა, იტალიელმა ახალი კლუბი ვერ იპოვა, მათ შორის ვერ შედგა საუდის არაბეთში მისი ტრანსფერიც.

ვერატი „პარი სენ-ჟერმენს“ 2012 წელს „პესკარადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 416 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

0.113476