საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ-ნასრმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვება შეძლო. კრიშტიანუ რონალდუმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა სამჯერ „ალ-ფატეჰი“ დაამწუხრა. გარდა ამისა, კრიშტიანუმ საგოლე პასიც გააკეთა. სწორედ მისი გადაცემით გახსნა ანგარიში სადიო მანემ. რონალდუსთვის საუდის პრო ლიგის მიმდინარე სეზონში ეს პირველი გოლები იყო.
ამრიგად, „ალ-ნასრს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 29 აგვისტოს, „ალ-შაბაბს“ დაუპირისპირდება.