ფეხბურთი

19:35 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "დარწმუნებული ვარ, მიქაუტაძე "კლერმონთან" ითამაშებს"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „კლერმონთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძე ჯერჯერობით გუნდშია და ლიგა 1-ის უახლოეს ტურში „მეცს“ დაეხმარება.

„ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და დარწმუნებული ვარ, რომ „კლერმონთან“ შემადგენლობაში იქნება“, - აღნიშნა რუმინელმა სპეციალისტმა.

შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძის მომავალი ისევ გაურკვეველია. ქართველი ფეხბურთელის მოსალოდნელ ტრანსფერზე ბევრს წერენ, მაგრამ ჯერჯერობით, „მეცში“ რჩება, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და რომელიც, 20 მილიონ ევროს ითხოვს.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის ორ ტურში „რენთან“ საგოლე პასი მიითვალა, „მარსელს“ კი გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109063