ფეხბურთი

15:56 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადადგომაზე უარი თქვა

ესპანური მედიის ვარაუდი, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი თანამდებობას დღეს დატოვებდა, არ გამართლდა.

რუბიალესმა საჯარიმო გამოსვლისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არ გადადგება. „არ გადავდგები, არა, არა! ჩემზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა, შესაძლოა, ორშაბათს იპოვონ ფორმულა, რომ გამაგდონ, საჯაროდ მკლავენ, მაგრამ თავის დაცვას და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. ჯენის ისე ვაკოცე, როგორც ჩემს ქალიშვილებს, ეიფორიაზე კონტროლი დავკარგე, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ ყალბი ფემინიზმია მომართული“, - თქვა ლუისმა.

შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესმა ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსოს მსოფლიოს ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიაზე ტუჩებში აკოცა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია და მის გადადგომას ითხოვენ. თუმცა, რუბიალესი თანამდებობას არ ტოვებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

0.119127