„ნაპოლიში“ ვიგოს „სელტას“ ფეხბურთელის, გაბრი ვეიგას ტრანსფერი, რომელიც გადაწყვეტილი იყო, ჩაიშალა და როგორც გაირკვა, მიზეზი გამოსასყიდი თანხის გადახდაზე უარის თქმაა.
„სელტას“ კონტრაქტში მითითებული ჰქონდა, რომ 40 მილიონი ევრო იყო ვეიგას გამოსასყიდი ფასი, ნეაპოლელები კი 30 მილიონს და ბონუსების იხდიდნენ. ბოლოს საქმეში „ალ-აჰლი“ ჩაერთო, რომელმაც 40 მილიონი შესთავაზა ესპანელებს და ფეხბურთელის ტრანსფერის შეათანხმა.
გაბრის აგენტმა პინი ზაჰავიმ თქვა: „ნაპოლის“ გამოსასყიდი ფასის გადახდა არ სურდა, ეს არის მიზეზი, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა“.
შეგახსენებთ, რომ გაბრი ვეიგა ესპანურ ფეხბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მიიჩნევა. ის მხოლოდ 21 წლისაა, ამიტომაც, საუდის არაბეთზე არჩევანის შეჩერება ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა.