ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი თანამდებობას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალური არ არის, მაგრამ მხოლოდ დროის საკითხია.
რუბიალესს პოსტის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც სკანდალში გაეხვა. ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დაჯილდოების ცერემონიაზე რუბიალესმა ფეხბურთელს, ჯენი ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც ცხადია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ლუისმა მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა, თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა. ესპანური მედია წერს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება გადადგომის შესახებ 25 აგვისტოს გავრცელდება.
ლუის რუბიალესი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა.