ფეხბურთი

11:42 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ფიფამ არაბული კლუბების სატრანსფერო ბაზარი უნდა დააბალანსოს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ არაბული კლუბების მიერ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც იტალიელმა თქვა, ყველას აქვს უფლება ის გააკეთოს, რაც სურს, მაგრამ ფიფამ ეს საკითხი უნდა დააბალანსოს.

„აშკარაა, რომ არაბული ფეხბურთი უფრო მეტ ფულს გთავაზობს, ვიდრე ევროპული ფეხბურთი. ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა, მაგრამ საერთაშორისო ფეხბურთის ხელმძღვანელობამ ყურადღებით უნდა შეაფასოს ეს საკითხი, რათა დააბალანსოს სატრანსფერო ბაზარი“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114693