ირანის ჩემპიონატის მესამე ტურში გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისი“ საკუთარ მოედანზე „ზობ აჰანთან“ მარცხისგან იხსნა.
ქართველი მცველი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და 84-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. მოგეხსენებათ, გიორგის თავის დროზე „ზობ აჰანშიც“ აქვს ნათამაშები, ასე რომ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.
„პერსეპოლისი“ სამ ტურში მოპოვებული 7 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 აგვისტოს, „ფოლადს“ ესტუმრება.
დღესვე, უზბეკეთის სუპერთასზე ჯაბა ჯიღაურის „ნასაფმა“ „ფახთაქორი“ 2:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მარცხდებოდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 46-ე წუთიდან ჩაერთო და ქამბექში თავისი წვლილი შეიტანა. ამრიგად, ჯიღაურმა უზბეკეთის სუპერთასი მოიგო.