ფეხბურთი

17:15 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ქართველი ითამაშებს: გველესიანი რონალდუს დაუპირისპირდება

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად დაიყვნენ და ჯგუფებშიც ამის მიხედვით განაწილდნენ.

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს: გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ჯაბა ჯიღაური (ნასაფი), თომა ტაბატაძე (ნავბაჰორი) და ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი). შესაბამისად, მათი მეტოქეებიც ცნობილია.

აღსანიშნავია, რომ „პერსეპოლისი“ ჯგუფში „ალ-ნასრთან“ ერთად მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გველესიანი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო თომა ტაბატაძის „ნავბაჰორს“ ნეიმარს „ალ-ჰილალთან“ შეხვედრა მოუწევს.

A ჯგუფი

„ფახთაქორი“ (უზბეკეთი), „ალ ფაიჰა“ (საუდის არაბეთი), „აჰალი“ (თურქმენეთი), „ალ აინი“ (ემირატები)

B ჯგუფი

„ალ სადი“ (კატარი), „ნასაფი“ (უზბეკეთი), „ალ ფაისალი (იორდანია), „შარჯა“ (ემირატები)

C ჯგუფი

„ალ იტიჰადი“ (საუდის არაბეთი), „სეპაჰანი“ (ირანი), „ფორს კლუბი“ (ერაყი), აგმკ (უზბეკეთი)

D ჯგუფი

„ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი), „ნასაჯი“ (ირანი), „მუმბაი სიტი“ (ინდოეთი), „ნავბაჰორი“ (უზბეკეთი)

E ჯგუფი

„პერსეპოლისი“ (ირანი), „ალ დუჰაილი“ (კატარი), „იშტიკლოლი“ (ტაჯიკეთი), „ალ-ნასრი“ (საუდის არაბეთი)

F ჯგუფი

„ჩონბუკი“ (სამხრეთ კორეა), „ბანგკოკი“ (ტაილანდი), „ლიონ სიტი“ (სინგაპური), „კიტჩეე“ (ჰონგ კონგი)

G ჯგუფი

„იოკოჰამა“ (იაპონია), „შანდონგი“ (ჩინეთი), „კაია“ (ფილიპინები), „ინჩჰონი“ (სამხრეთ კორეა)

H ჯგუფი

„ბურირამ იუნაიტედი“ (ტაილანდი), „ვენტფორეტ კოფუ“ (იაპონია), „მელბურნ სიტი“ (ავსტრალია), „ჟეიანი“ (ჩინეთი)

I ჯგუფი

„ულსან ჰიუნდაი“ (სამხრეთ კორეა), „კავაზაკი“ (იაპონია), „ჯოჰორ დარული“ (მალაიზია), „პატუმ იუნაიტედი“ (ტაილანდი)

J ჯგუფი

„ვუჰანი“ (ჩინეთი), „პოჰანგი“ (სამხრეთ კორეა), „ჰანოი“ (ვიეტნამი), „ურავა რედ დაიმონდსი“ (იაპონია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114463