ბირმინგემში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარა ძიუდოში ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა პარა ძიუდოისტმა მიჯრით ძლიერი მეტოქეები: იაპონელი და ბრაზილიელი დაამარცხა, ნახევარფინალში კი პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულს - შერზოდ ნომოზოვსაც იპონით სძლია.
გადამწყვეტ შეხვედრაში მიღრიჯანაშვილი უზბეკ კერმან ნურილაევს დაუპირისპირდა, რომელთანაც მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.