ფეხბურთი

18:48 | 23.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ სერია A-ს ფავორიტები დაასახელა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა და სერია A-ს ახალი სეზონის მთავარი ფავორიტებიც დაასახელა.

„ნაპოლიმ“ ბოლო წლებში თაობათა ცვლა მოახერხა, ძლიერი ფეხბურთელები შეიძინა, განსაკუთრებით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი - ვიქტორ ოსიმენი. ამ რადიკალურმა ცვლილებამ გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა. არა, „რეალში“ ოსიმენის ყიდვაზე არასდროს მიფიქრა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ბენზემას არყოფნა შეიძლება ბელინგემით ანაზღაურდეს.

„მილანმა“ შესანიშნავი მოთამაშეები დაიმატა, გუნდის ხარისხი გაუმჯობესდა, მაგრამ ევროპაში ბრძოლა რთულია. ესპანეთში სერია A-ს ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს, პრემიერლიგაზე მეტად აინტერესებთ.

სერია A-ს ფავორიტი? არ ვიცი, ვინ გახდება ჩემპიონი, მაგრამ „ნაპოლი“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვე“ პირველ რიგში არიან, მათ უკან „რომა“, „ლაციო“, „ატალანტა“ და „ფიორენტინა“. ვინაიდან ევროტურნირებზე არ თამაშობს, „იუვენტუსი“ შეიძლება სახიფათო გახდეს“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116225