ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩების ნაწილი გაიმართა. ყველაზე საინტერესო დუელი „რეინჯერსსა“ და პსვ ეინდჰოვენს შედგა.
სქოთები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერც ერთხელ შეინარჩუნეს და ფრეს დასჯერდნენ - 2:2. ამ შედეგით წყვილში უპირატესობა ალბათ პსვ-მ მოიპოვა, რომელიც საკუთარ მოედანზე საპასუხო მატჩში ფავორიტი იქნება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს მიუახლოვდა დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, რომელმაც სტუმრად პოლონეთის ჩემპიონ „რაკუვს“ 1:0 მოუგო. ქართველი მცველი ტრავმირებულია და არ უთამაშია.
ბელგიურმა „ანტვერპენმა“ შინ ათენის აეკ-ს უმასპინძლა და 1:0 სძლია. შედეგად, ბელგიელებმა უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ბერძნები შინ იოლად არაფერს დათმობენ.