ფეხბურთი

20:20 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი იტალიურ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსმა“ ლეონარდო ბონუჩი შემადგენლობას მიღმა დატოვა - არც გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლებას აძლევს და ნომერიც (19) კი ჩამოართვა.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი კიდე ერთი წლითაა ძალაში, ბონუჩის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალ გუნდში მოუწევს გადასვლა, ცხადია, თუ თამაში სურს.

La Repubblica იტყობინება, რომ იტალიელი მცველი ახლოსაა რომის „ლაციოში“ ტრანსფერთან. მას „უნიონ ბერლინიც“ იწვევს, მაგრამ ლეოს სამშობლოში დარჩენა ურჩევნია. „ლაციოს“ მაურიციო სარი ავარჯიშებს, რომელთანაც ბონუჩი 2019-2020 წლების სეზონში „იუვენტუსში“ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ სარიმ „ლაციოს“ დაცვის ხაზის თამაში სერია A-ს პირველ ტურში გააკრიტიკა, რის გამოც შეიძლება ახალი მცველის ტრანსფერი მართლაც სურდეს.

ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ჩატარებული თამაშების რაოდენობით ის „იუვეს“ ისტორიაში მეექვსე პოზიციაზეა. ბონუჩის ასევე უთამაშია „ტრევიზოში“, „ინტერში“, „ბარისა“ და „მილანში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125467