დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა ძალოსანმა მაკა კვინჩიამ ახალგაზრდებს შორის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი პლანეტის პირველობაზე 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოვიდა, 80 კილოგრამი დაძლია და პირველობა არავის დაუთმო.
გეტყვით, რომ საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრები დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ჯერ კიდევ აგრძელებს.