ფეხბურთი

11:24 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „სწორედ ამიტომ შევიძინეთ გიუნდოგანი“

პრიმერა დივიზიონის მე-2 ტურის მატჩში „კადისთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ, „ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, გუნდის ახალწვეულის, ილკაი გიუნდოგანის თამაშზე ისაუბრა.

„ეფექტურობა და მოთმინება გვაკლდა, ბევრად ადრე უნდა გაგვეტანა. იმპულსის მომცემი მოთამაშე გვჭირდებოდა, რომელიც დროული ბოლო პასით მოახდენდა თამაშზე გავლენას. ასეთი გიუნდოგანი გამოდგა. სწორედ ამისთვის შევიძინეთ გერმანელი. სხვა მხრივ, ვფიქრობ, თამაში კარგი გამოვიდა.“- ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ 82-ე წუთზე ანგარიში „ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ გახსნა, რომელსაც ზაფხულის შენაძენი, ახალწვეული ილკაი გიუნდოგანი დაეხმარა. კომპენსირებულ დროში (90+4) კი ფერან ტორესმა რობერტ ლევანდოვსკის გადაცემით გაიტანა.

ორი ტურის შემდეგ ჩავი ერნანდესის გუნდი ოთხი ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

0.131229