ფეხბურთი

21:07 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის ჩემპიონატის ლიდერში გადავიდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას ლიეტუვის ჩემპიონატში გააგრძელებს.

მან კონტრაქტი „პანევეჟისთან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, კიდევ ერთი წლის განახლების ვარიანტით. ლიეტუვურ კლუბს იტალიელი ჯინო ლეტიერი წვრთნის, რომელიც კაჭარავასთან პოლონურ „კორონაში“ მუშაობდა.

„გუნდს მაღალი ამბიციები აქვს და ტიტულისთვის იბრძვის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მწვრთნელს ვიცნობდი, ადრე მასთან ვმუშაობდი და ჩემს აქ ყოფნაში დიდი როლი ითამაშა. გუნდში ატმოსფერო მშვენიერია. ჩემი მიზანია გოლების გატანა და გუნდს ჩემპიონობაში დავეხმარო“, - თქვა კაჭარავამ.

„პანევეჟისი“ ლიეტუვის ჩემპიონატში 26 მატჩში მოპოვებული 65 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ჟალგირისს“ 6 ქულით უსწრებს.

29 წლის კაჭარავა ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ცხინვალის“, „როსტოვის“, „რუბინის“, „ეთნიკოსის“, „კორონას“, „ანორთოსისის“, „ლეხის“ და „ჯეონამის“ წევრი იყო. საქართველოს ნაკრებში მას 24 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116978