ესპანურმა „ვალენსიამ“ „ბრენტფორდიდან“ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი სერხი კანოსი დაიმატა.
ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „ოლიმპიაკოსში“ გაატარა, „ღამურებთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სერხი კანოსს ესპანეთში არასდროს უთამაშია, კარიერის მთელი პერიოდი „ოლიმპიაკოსის“ მცირე მონაკვეთის გარდა, ინგლისში აქვს გატარებული, სადაც „ლივერპულის“, „ბრენტფორდის“ და „ნორვიჩის“ რიგებში გამოდიოდა.