ფეხბურთი

17:50 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო მონტიელი პრემიერლიგაში ითამაშებს

„სევილიას“ მცველი გონსალო მონტიელი კარიერას „ნოტინგემ ფორესტში“ გააგრძელებს. მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

მონტიელის სანაცვლოდ „სევილია“ 11 მილიონ ევროს მიიღებს და არგენტინელი ინგლისში გადაბარგდება.

26 წლის მცველი „სევილიაში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 72 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რივერ პლეიტში“ ირჯებოდა. არგენტინის ნაკრებში მონტიელს 23-ჯერ უთამაშია და 1 გოლი გაიტანა, გასულ წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119181