„ბარსელონას“ მცველი სერჯინო დესტი კარიერას პსვ ეინდჰოვენში გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ამერიკელი ნიდერლანდურ კლუბს იჯარით შეუერთდა. დესტი ერედივიზიონში მანამდეც თამაშობდა, როდესაც „აიაქსის“ ღირსებას იცადა.
გასული სეზონი მან იჯარით „მილანში“ გაატარა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა, ხოლო „ბარსელონაში“ 2020-2022 წლებში 72 მატჩში 3 გოლი გაიტანა.