„ალ-ნასრი“ „მანჩესტერ სიტის“ მცველ ემერიკ ლაპორტს და „პორტუს“ ნახევარმცველ ოტავიოს დაიმატებს. ორივე ტრანსფერი გადაწყვეტილია.
„სიტი“ ესპანელი მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ლაპორტი არაბებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ალ-ნასრს“ გაცილებით მეტი დაუჯდება ოტავიოს შეძენა - 60 მილიონი ევრო. მოსალოდნელია, რომ ორივე ფეხბურთელის ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.
აღსანიშნავია, რომ ოტავიოს დამატება ევროპაშიც ბევრს სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, საუდელებმა ყველას აჯობეს...