ფეხბურთი

20:28 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუას საგოლე პასი შვეიცარიის თასზე

შვეიცარიის თასის 1/32 ფინალში „ბაზელმა“ სტუმრად „სენ-ბლესი“ ძალიან ადვილად 8:1 დაამარცხა, გაბრიელ სიგუამ კი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელი პირველად მოხვდა შვეიცარიული კლუბის ძირითად შემადგენლობაში და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 30-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, როდესაც თანაგუნდელს პრაქტიკულად ცარიელ კარში გაატანინა.

18 წლის სიგუას, რომელმაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ბაზელში“ ორი მატჩი აქვს ჩატარებული. მანამდე ქართველმა შვეიცარიის ჩემპიონატში შეცვლაზე ითამაშა.

0.120271