იტალიის მოქმედ ჩემპიონ „ნაპოლის“ „აინტრახტის“ ნახევარმცველის, იესპერ ლინდსტრომის დამატება სურს.
ნეაპოლური მედიის ინფორმაციით, „აძური“ მზადაა 23 წლის დანიელ ფეხბურთელში გერმანულ კლუბს 25 მილიონი ევრო გადაუხადონ. ლინდსტრომი ნეაპოლში ირვინგ ლოზანოს შემცვლელად ესახებათ, რომლის მომავალი ჯერაც უცნობია.
მექსიკელს სარფიანი შემოთავაზებები აქვს MLS-დან და საუდის არაბეთიდან, თანაც, რუდი გარსიაც დიდად არ სწყალობს. ამიტომაც, დანიელის ტრანსფერი განიხილება.
იესპერ ლინდსტრომმა კარიერა „ბრონდბიუში“ დაიწყო, 2021 წლიდან კი, „აინტრახტის“ მაისურით 78 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა. დანიის ნაკრებში მას 10 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.