ფეხბურთი

16:25 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. პირინელეებმა ფინალში ინგლისის დამარცხება მოახერხეს.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა, ესპანეთი უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებას იმსახურებდა. მატჩის ბედი 29-ე წუთზე ოლგა კარმონას გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. მეორე ნახევარში ესპანელებმა პენალტი ვერ გაიტანეს, თორემ ანგარიშის სხვაობის გაზრდასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

ფინალში ესპანეთმაც და ინგლისმაც ისტორიაში პირველად ითამაშეს, შესაბამისად, ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. აქვე გეტყვით, რომ 2023 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები შვედეთმა მოიპოვა, ხოლო ავსტრალიის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში სულ 5 ჩემპიონი ჰყავს: ესპანეთი, იაპონია, ნორვეგია თითოჯერ, გერმანია ორჯერ და აშშ - ოთხჯერ.

ესპანეთი - ინგლისი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კარმონა (29)

0.136153