ფეხბურთი

10:29 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მედია კვერნაძის დებიუტზე: "მოედანზე შიშის გარეშე გავიდა, გაბრწყინებისთვის სხვა შანსიც ექნება"

იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის დებიუტი შედგა, რომელიც კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის შემდეგ მეხუთე ქართველია, რომელმაც ამ ჩემპიონატში ითამაშა.

„ნაპოლისთან“ „ფროზინონე“ 1:3 დამარცხდა, გიორგი კი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. იტალიურმა მედიამ მისი დებიუტი შემდეგნაირად შეაფასა:

Calciomercato 6 ქულა: "ცდილობდა შეექმნა რაოდენობრივი უპირატესობა დრიბლინგის უნარის გამოყენებით. ნიჭი არსებობს“.

Corriere Della Sera 5 ქულა: „მცირე სიახლის გარდა, გუნდს მეტი ვერაფერი შემატა“.

Eurosport 5.5 ქულა: „გასაბრწყინებლად მას სხვა შესაძლებლობები ექნება“.

Tuttomercatoweb 6 ქულა: „თამაშში ჩაერთო და შეეცადა კონტრშეტევებზე სივრცეები გამოეყენებინა, მაგრამ ეს თამაშზე დიდად გავლენას ვერ ახდენს“.

Calciofrosinone 6 ქულა: „მოედანზე ძლიერი ხასიათით და შიშის გარეშე შევიდა. კარგი დებიუტი ჰქონდა“.

11contro11: „კვარაცხელიასთან ქართული დუელი ჩაიშალა, მაგრამ „ფროზინონეს“ 17 ნომერი თამაშში კარგად ჩართვას კონტრშეტევებზე თავისი სისწრაფის დემონსტრირებით ცდილობდა“.

აქვე ვთქვათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო არ უთამაშია. შეგახსენებთ, „ფროზინონე“ სერია A-ს მეორე ტურში 26 აგვისტოს, ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს.

0.116932