ფეხბურთი

1:09 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა ხურდება

ინგლისური პრემიერლიგის მეორე ტურის მთავარი მატჩი „ეტიჰადზე“ გაიმართა, სადაც „მანჩესტსრ სიტიმ“ ბოლო დროს ერთობ მოყოჩაღებულ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი არგენტინელმა ხულიან ალვარესმა გაიტანა ნახევარი საათის თავზე.

ბევრი მომენტი არ ყოფილა, ორივე გუნდი დაცვაში უშეცდომოდ თამაშს ცდილობდა და მცირე გამონაკლისების გარდა, გამოსდიოდათ კიდეც.

„სიტიმ“ გასულ ოთხშაბათს ევროპის სუპერთასი მოიგო,თუმცა ამჯერად დაღლილობა არ ეტყობდათ.

„ქალაელები“ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ პირველ მატჩს ატარებდნენ შინ და ამას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა მათი ქომაგებისთვის.

საბოლოოდ, „სიტიმ“ მაქსიმალური 6 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე დგას, რადგან ამდენივექულიან „ბრაიტონს“ ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს. სამაგიეროდ „სიტი“ გოლგაუშვებელია.

შაბათის სათაამაშო დღე კი „ლივერპულმა“ გახსნა. შეხვედრის დასაწყისი მასპინძლებისთვის საშინელი გამოდგა. უკვე მესამე წუთზე, იურგენ კლოპის შეგირდებმა გოლი გაუშვეს. რაღაც გაურკვეველ ფეხბურთს თამაშობდნენ, თითქოს უბრალოდ არ იყვნენ მზად მატჩისთვის.

მხოლოდ პირველი ტაიმის შუა პერიოდის შემდეგ დაიწყეს „წითლებმა“ გონზე მოსვლა და შანსების შექმნა. მათ რვაწუთიანი ინტერვალით ორჯერ შეძლეს გოლის გატანა და მოედანზე ვითარების შეცვლა. კონტროლი ახლა მასპინძლებს დარჩათ და მათ თამაშის ძაფი შჭხვედრის ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან.

ერთი საათის თავზე, მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ. მსაჯმა უხეშობისთვის მერსისაიდელთა არგენტინელი ახალწვეული, ალექსის მაკ ალისტერი გააძევა. თუმცა მაშინვე გაიტანეს მესამე გოლი, რომელმაც ნერვიული დასასრულისგან იხსნა მატჩი.

ლივერპულელთა რიგებში კი საუკეთესო მეორე ახალწვეული, უნგრელი დომინიკ სობოსლაი გახლდათ, რომელიც სასარგებლო თამაშს ეფექტურობას უხამებდა.

დაბოლოს, 63-ე წუთზე მინდორზე მერსისაიდელთა კიდევ ერთი დებიუტანტი, იაპონელი საყრდენი, ვატარუ ენდო გამოჩნდა, რომელიც ორიოდ დღის წინათ შეიძინეს „შტუტგარტიდან“ 19 მილიონ ევროდ.

შესანიშნავმა „ტოტენჰემმა“ ახლახან „ბაიერნში“ წასული ჰარი კეინის გარეშე უსახური „მანჩეტერ იუნაიტედი“ 2:0 დაამარცხა. ეს „დეზების“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ანგელოს პოსეგოღლუს პირველი საშინაო გამარჯვება გახლდათ.

პირველი გოლი სენეგალემა პეპ მატარ სარმა გაიტანა, მეორე კი მანჩესტერელთა არგენტინელმა, ლისანდრო მარტინესმა შეაგდო საკუთარ კარში.

ინგლისი

პრემიერლიგა 2023/24

2 ტური 19 აგვისტო

ლივერპული - ბორნმუთი 3:1

ლივერპული. „ენფილდი“

0:1 სემენიო (3), 1:1 დიასი (28), 2:1 სალაჰი (36), 3:1 ჟოტა (62)

36-ე წუთზე სალაჰმა ვერ გაიტანა პენალტი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი (გომესი 76), კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, მაკ ალისტერი, სობოსლაი, გაკპო (ენდო 63), დიასი (ნუნიესი 86), სალაჰი (ციმიკასი 86), ჟოტა (ელიოტი 76)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი,

ბორნმუთი: ნეტო, კერკეჟი, სენესი (ტრაორე 84), ზაბარნი, აარონსი, როთუელი (კელი 76), ბილინგი, ენტონი (კლუივერტი 63), სემენიო (ბრუკსი 76), კრისტი (მური 63), სოლანკე

მწვრთნელი: ანდონი ირაოლა

მსაჯი: ტომას ბრემელი

გაფრთხილება: ალისონი (9); სემენიო (16), ენტონი (26), ნეტო (35)

გაძევება: მაკ ალისტერი (58)

მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი 1:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0 ალვარესი (31)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, გვარდიოლი, აკანჯი, დიაში, კოვაჩიჩი, როდრი, ალვარესი, ფოდენი, გრილიში, ჰოლანდი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ნიუკასლი: პოუპი, ბერნი, ბოტმანი, შერი, ტრიპიერი, ჟოელინტონი (ლონგსტაფი 57) , გიმარაინსი, ტონალი (ანდერსონი 67), გორდონი (ბარნსი 56), ალმირონი (ლივრამენტო 86), ისაკი (უილსონი 66)

მწვრთნელი: ედი ჰაუ

მსაჯი: რობერტ ჯონსი

გაფრთხილება: ალვარესი (46); გორდონი (24), ტონალი (34), ჟოელინტონი (53), ბარნსი (58), გიმარაინსი (71)

ტოტენჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:0

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური“

1:0 სარი (49), 2:0 მარტინესი (83 საკ. კარში)

ტოტენჰემი: ვიკარიო, პორო (როიალი 88), რომერო, ვან დე ვენი, უდოჯი (დევისი 70), სარი (ჰოიბერგი 76), ბისუმა, მედისონი, კულუშევსკი (სოლომონი 88), სონი, რიშარლისონი (პერიშიჩი 70)

მწვრთნელი: ანგელოს პოსტეგოღლუ

მანჩესტერ იუნაიტედი: ონანა, ვან-ბისაკა (დალოტი 66), შოუ, მარტინესი, ვარანი, კაზემირო, მაუნტი (პელისტრი 85), ფერნანდეში, გარნაჩო (სანჩო 66), ანტონი (ერიკსენი 66), რაშფორდი (მარსიალი 85)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: უდოჯი (63); ვან-ბისაკა (33), ანტონი (38), ფერნანდეში (39)

ფულემი - ბრენტფორდი 0:3

0:1 ვისა (44), 0:2, 0:3 მბეუმო (66 პენ, 90+3)

გაძევება: რიმი (66) - ფულემი

ვულვერჰემპტონი - ბრაიტონი 1:4

0:1 მიტომა (15), 0:2 ესტუპინიანი (46), 0:3, 0:4 მარჩი (51, 55), 1:4 ხი ჩან ხვანი (61)

გაძევება: ნუნიეში (90+5) - ვულვერჰემპტონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124539