ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „სტოკ სიტის“ შეხვდა და 0:1 წააგო.
ვალერიან ისმაილის გუნდმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაუშვა და შემდეგ სიტუაცია ვერ შეცვალა. ჩაკვეტაძე მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, თამაშიც გაამწვავა, 78-ე წუთზე პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„უოტფორდმა“ სეზონი ქპრ-სთან 4:0 მოგებით დაიწყო, რომელსაც ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ უკვე 5 ტაიმია გოლის გატანას ვერ ახერხებს და 4 ქულით მერვე ადგილზეა. ისმაილის გუნდი მომდევნო ტურში 27 აგვისტოს, „ბლექბერნს“ უმასპინძლებს.