თურქეთის ნაკრებისა და ბერგამოს „ატალანტას“ მცველი მერიჰ დემირალი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
25 წლის ფეხბურთელი „ალ-აჰლიმ“ დაიმატა, რომელმაც ბერგამოელებს 20 მილიონი ევრო გადაუხადა. დემირალის ხელფასი სეზონში 13 მილიონ ევროს მიიღებს.
„ალ-აჰლიმ“ მიმდინარე ზაფხულს არაბულ კლუბებს შორის ყველაზე მეტად იაქტიურა და დიდი შესვება მიიღო რობერტო ფირმინოს, ფრანკ კესის, როჟერ იბანიესის, ედუარ მენდის და რიად მაჰრეზის სახით, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საბოლოო სია არაა.
მერიჰ დემირალს „სპორტინგში“, „ალანიასპორში“, „სასუოლოში“, „იუვენტუსსა“ და „ატალანტაში“ აქვს ნათამაშები, თურქეთის ნაკრებში ჩატარებულ 39 შეხვედრაში კი 2 გოლი მიითვალა.