ფეხბურთი

16:30 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ნახევარმცველი ორშაბათს "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ვიგოს „სელტას“ ნიჭიერი ნახევარმცველის, გაბრი ვეიგას „ნაპოლიში“ ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, 21 წლის ესპანელი ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. „სელტა“ 30 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 5-6 მილიონიც დაემატება.

ვეიგა 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 2.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მან უკვე აირჩია მაისურის ნომერიც - 8. აღსანიშნავია, რომ ვეიგას თავიდან პიოტრ ჟიელინსკის შემცვლელად მოიაზრებდნენ, მაგრამ ბოლო ცნობებით, პოლონელის გუნდში დარჩენის მიუხედავად, „აძური“ ესპანელსაც დაიმატებს.

გაბრი ვეიგა „სელტას“ აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 55 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებში მის ანგარიშზე 8 უგოლო თამაშია. მან ცოტა ხნის წინ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ბათუმშიც ითამაშა.

0.117717