„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „ლას პალმასთან“ მოგების (1:0) შემდეგ კიდევ ერთხელ საჯაროდ თქვა, რომ გუნდს ტრანსფერები სჭირდება. ლა ლიგის საწყის ორ ტურში გამარჯვება კი ამ ფაქტს ვერ შეცვლის, რადგან სეზონი ძალიან გრძელია.
„დღეს სასიამოვნოა ორი გამარჯვებით ტკბობა, მაგრამ 10-12 დღე გვაქვს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილი. კლუბის ხელმძღვანელობას საჭიროებები გამოვუცხადე და იმედი მაქვს, რომ ტრანსფერები იქნება. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენის დახარჯვა შეგვიძლია, მაგრამ გვჭირდება მოთამაშეები, განსაკუთრებით შეტევაში. სეზონი ძალიან გრძელია და ფეხბურთელები გვჭირდება. ორი გამარჯვება ვერ მოგვატყუებს, გუნდი უნდა გავაძლიეროთ“, - თქვა ბარახამ.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ლა ლიგის ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა და ამ დროისთვის ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 27 აგვისტოს, „ოსასუნას“ უმასპინძლებს.