„ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ინტერესის სფეროშია საგამოძიებო უწყებების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი შესაძლოა ფსონებს დებდა საფეხბურთო მატჩებზე, რაც ინგლისში იკრძალება და მის საქმეს იძიებენ. თუ პაკეტას დანაშაული დაუდასტურდა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი დანაშაულის გამო „ბრენტფორდის“ თავდამსხმელი ივან ტოუნი 8-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
შეგახსენებთ, ლუკას პაკეტა „ვესტ ჰემამდე“ „მილანსა“ და „სან პაულუში“ თამაშობდა.