ფეხბურთი

21:06 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას გუნდი საუდი პრო ლიგის მე-2 ტურში დამარცხდა, კრისტიან ტელომ დუბლი შეასრულა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეორე ტურში სოლომონ კვირკველიას „ალ-ოხდუდი“ საკუთარ მოედანზე „ალ-ფატეჰს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

ქართველმა მცველმა 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. „ალ-ოხდუდი“ იგებდა, მაგრამ შემდეგ 3 გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა. „ალ-ფატეჰში“ საუკეთესო „ბარსელონას“ ყოფილი შემტევი კრისტიან ტელო იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.

„ალ-ოხდუდს“ ორ ტურში 1 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-12 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 24 აგვისტოს, სტუმრად გათამაშების ლიდერ და ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ „ალ-აჰლის“ გასვლაზე დაუპირისპირდება.

0.105348