„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტულუზასთან“ მატჩის წინ ნეიმარის, კილიან მბაპეს, უსმანე დემბელესა და ახალი კაპიტნის შესახებ ისაუბრა.
როგორც ესპანელმა აღნიშნა, ნეიმარის ტრანსფერით ყველა მხარე ბედნიერია და ბრაზილიელ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა.
„ვფიქრობ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას ახარებს. მინდა მადლობა გადავუხადო მას იმ საქციელისთვის, რაც ჩემს ჩამოსვლის შემდეგ გამოიჩინა. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია და კარიერაში საუკეთესოს ვუსურვებ.
კილიანი ფორმაშია, აქვს დიდი სურვილი და აქვს სწორი სულისკვეთება. მოხარული ვარ, რომ მყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელი, როგორიც ისაა. დემბელე მზადაა პირველი წუთიდან ითამაშოს.
ახალი კაპიტანი? მე არ ვირჩევ მას, ფეხბურთელები ირჩევენ. ოთხი კაპიტანი იქნება და ამას გადაწყვეტენ ფეხბურთელები და არა მწვრთნელი. მე მინდა, რომ ეს იყოს მათი კაპიტანი და არა ჩემი. კენჭისყრა ჩატარდება და ფეხბურთელები აირჩევენ“, - თქვა ლუის ენრიკემ.