ფეხბურთი

11:49 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარი" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს ჰამბურგში ჩაატარებს

დონეცკის „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ჩაატარებს.

მოგეხსენებათ, დონეცკში ეს გუნდი უკვე თითქმის 10 წელია ვერ თამაშობს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კი, ამჯერად ვეღარც კიევში ატარებს საერთაშორისო მატჩებს. „მეშახტეები“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრებს „ვოლკპარკშტადიონზე“ გამართავენ, რომელიც დაახლოებით 50 000 მაყურებელს იტევს.

აქვე გეტყვით, რომ „შახტარს“ ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს, მეტოქეების ვინაობას კი 31 აგვისტოს, წილისყრის შედეგად შეიტყობს. უკრაინულ გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, სულ მალე კი წესით იქ ირაკლი აზაროვიც გადავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115792