ფეხბურთი

11:02 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუსლან მალინოვსკი სერია A-ში ბრუნდება

მარსელის „ოლიმპიკისა“ და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი სერია A-ში ბრუნდება. იტალიური მედიის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს.

მალინოვსკი გენუურ კლუბს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება, რომლის საფასური 10 მილიონი ევრო იქნება.

მალინოვსკი „მარსელში“ მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მას იტალიაში ბერგამოს „ატალანტაში“ აქვს ნათამაშები, ხოლო მანამდე „სევასტოპოლის“, „ზორიას“ და „გენკის“ ღირსებას იცავდა.

0.118686