ფეხბურთი

0:12 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სარინა ვიგმანი ინგლისის კაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი?

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ქვეყნის ქალთა ერონული გუნდის დამრიგებელ სარინა ვიგმანს, მამაკაცთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის პერსპექტივას განიხილავს, როდესაც გარეთ საუთგეიტი გადადგება - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ბულინგემმა.

„რატომ უნდა იყოს ინგლისის ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად კაცი? ვფიქრობ, ჩვენი პასუხი ყოველთვის არის: „ის საუკეთესო ადამიანია ამ საქმისთვის“. ვფიქრობთ, რომ სარინა შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ვიმედოვნებთ, რომ ამას კიდევ დიდხანს გააგრძელებს. სარინას შეუძლია ფეხბურთში რაც უნდა, ის გააკეთოს.

თუ მომავალში ის მამაკაცთა ფეხბურთში გადასვლას გადაწყვეტს, ძალიან კარგი იქნება. ვფიქრობ, ფეხბურთი ჩამორჩება სხვა სპორტებს უმაღლესი დონის ქალი მწვრთნელების რაოდენობით და ეს უნდა შეიცვალოს“ - ციტირებს ბულინგემის სიტყვებს ESPN.

0.110011