რაგბი

20:30 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა აშშ-ს წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა აშშ-ს ნაკრებთან ტესტ-მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ სასტარტოში ბრუნდება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აშშ-სთან:

აბულაძე, მამუკაშვილი, გიგაშვილი, ჭეიშვილი, მიქაუტაძე, ივანიშვილი, ცუცქირიძე, ჯალაღონია, ლობჟანიძე, მატკავა, თოდუა, შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე, ნინიაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ ისტორიის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს სულ 6-ჯერ დაუპირისპირდა, აქედან პირველად 2009 წელს სტუმრად, სადაც 13:31 დამარცხდნენ, ბოლოს კი 2017 წელს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე „ბორჯღალოსნებმა 21:20 იმარჯვეს.

19 აგვისტოს, 19:00 საათზე, თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

0.117174