პსჟ-ის ახალწვეული გარემარბი, უსმან დემბელე, მიმდინარე სეზონში მე-10 ნომერით ითამაშებს - გვამცნობს პარიზული კლუბის პრესსამსახური.
მანამდე 10 ნომერი ბრაზილიელ ნეიმარს ეკუთვნოდა, რომელიც ორიოდ დღის წინათ საუდურ „ალ-ჰილალში“ გადავიდა. „ბარსელონაში“ ყოფნისას დემბელე მე-7 და მე-11 ნომრებით თამაშობდა.
ნეიმარის გარდა, სხვადასხვა დროს, პსჟ-ის მე-10 ნომრით რონალდინიო, ხავიერ პასტორე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობდნენ.
დემბელე პსჟ-ში „ბარსელონადან“ 50 მილიონ ევროდ გადავიდა, ფეხბურთელმა პარიზელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2022/2023 წლების სეზონში ფრანგმა კატალონიელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.