ფეხბურთი

19:18 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოლისემ „კრისტალ პალასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„კრისტალ პალასის“ ნახევარმცველმა, მაიკლ ოლისემ, თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - წერს „არწივების“ პრესსამსახური.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის წინა შეთანხმება კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებდა. ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მანამდე ბრიტანული მედია ოლისეს „ჩელსიში“ გადასვლას აანონსებდა.

2022/2023 წლების სეზონში ფრანგმა „კრისტალ პალასში“ ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა ორი ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

არადა, ცოტა ხნის წინათ წერდნენ, ჩელსიმ და კრისტალ პალასმა ოლისეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიესო. ნახევარმცველმა ხომ ჩელსის აკადემიაში შვიდი წელი გაატარა (2009 წლიდან 2016 წლამდე).

0.113694