ფეხბურთი

15:45 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს "ნიუკასლის" სტადიონზე ჩაატარებს

საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრები უახლოეს ორ საშინაო მატჩს ნიუკასლში ჩაატარებს. ინფორმაცია „კაჭკაჭების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

8 სექტემბერს კოსტა რიკას, ხოლო 12 სექტემბერს სამხრეთ კორეას, საუდის არაბეთის ნაკრები „სენტ ჯეიმს პარკზე“ უმასპინძლებს. საუდელები აზიის თასისთვის ემზადებიან, რომელიც 2024 წლის დასაწყისში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ „ნიუკასლის“ საკონტროლო პაკეტის 80%-ს არაბული კომპანია ფლობს, შესაბამისად, ამ კლუბის სტადიონზე საუდის არაბეთის ნაკრების თამაში დიდად გასაკვირი არ არის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113449