ფეხბურთი

22:47 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" დე კეტელარე გაანათხოვრა

„მილანისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი შარლ დე კეტელარე კარიერას ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს.

იტალიურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. დე კეტელარე ბერგამოელებმა იჯარით დაიმატეს.

ბელგიელი ერთი წლის წინ „მილანს“ დიდი მოლოდინით შეუერთდა, რომელიც ვერ გაამართლა და 40 შეხვედრაში გოლიც ვერ გაიტანა. მანამდე შარლი „ბრიუგეს“ ღირსებას იცავდა.

0.113344