საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამჯერად ლონდონის „ვესტ ჰემს“ დაუკავშირეს.
Le10sport-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, „ჩაქუჩები“ ქართველი ფორვარდისთვის ბრძოლაში ჩაერთნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ „მეცისთვის“ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ.
ცნობილია, რომ ფრანგული კლუბი მიქაუტაძეს 20 მილიონ ევროდ აფასებს, რის გამოც რამდენიმე კლუბმა გიორგის შეძენაზე უარი თქვა. ჯერჯერობით, შეთავაზება არც „მარსელს“ და „ლიონს“ არ გაუკეთებიათ.
„ვესტ ჰემს“ მეორე ვარიანტიც აქვს, „მონპელიეს“ ფორვარდი ელი ვაჰი, რომელიც 10 მილიონით ძვირი ღირს, ვიდრე მიქაუტაძე. ლონდონელები ჯანლუკა სკამაკას შემცვლელს ეძებენ, რომელიც ბერგამოს „ატალანტაში“ 30 მილიონ ევროდ გაყიდეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა (23 გოლით). ლიგა 1-ის პირველ ტურში მან „რენის“ წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა. მას „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.