იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ თავდამსხმელი დომენიკო ბერარდი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს.
იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელმა უკვე თანხმობა განაცხადა ტურინულ გრანდში გადასვლაზე, მაგრამ კლუბები არ შეთანხმებულან. „იუვე“ დაახლოებით 22 მილიონ ევროს ითხოვს, „სასუოლოს“ მოთხოვნა კი 25 მილიონი ევრო, პლუს 5 მილიონი ბონუსია.
მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ და არაა გამორიცხული „იუვენტუსმა“ გარიგებაში რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩართოს აკადემიიდან.
დომენიკო ბერარდი 2013-2015 წლებში „იუვენტუსის“ საკუთრებაში უკვე იყო, მაგრამ 8 წლის ტურინელებმა ის „სასუოლოში“ გაყიდეს. იტალიელს სწორედ ამ კლუბში აქვს მთელი კარიერა გატარებული, სადაც 352 შეხვედრაში 133 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი დომენიკოს 25 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.