დეკუ „ბარსელონაში“ დაბრუნდა და კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ბრაზილიური წარმოშობის პორტუგალიელმა მატეუ ალემანი შეცვალა, რომელმაც „ბარსა“ დატოვა.
დეკუმ „ბლაუგრანასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ტრანსფერებზე პასუხისმგებელი იქნება. ის ჩავისთან ერთად იმუშავებს, რომლის თანაგუნდელი წლების განმავლობაში იყო.
დეკუ „ბარსელონაში“ 2004-2008 წლებში თამაშობდა და 161 თამაშში 20 გოლი გაიტანა. მან საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „კორინთიანსში“, „ალვერკაში“, „სალგუეიროშში“, „პორტუში“, „ჩელსისა“ და „ფლუმინენსეში“ ითამაშა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 2003-2010 წლებში 75 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.