ფეხბურთი

18:19 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოტრ ჟიელინსკიმ არაბებს უარი უთხრა და "ნაპოლიში" დარჩება

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა პიოტრ ჟიელინსკიმ საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი თქვა და იტალიის ჩემპიონში დარჩება.

Sky Sport-ის ცნობით, პოლონელმა ფეხბურთელმა უარყო „ალ-აჰლის“ წინადადება, რომელიც სეზონში 15 მილიონ ევროს სთავაზობდა და „ნაპოლიში“ დარჩენა ამჯობინა, სადაც 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ერთ წელიწადში კონტრაქტი ეწურება.

ამრიგად, თუ ბოლო მომენტში ვითარება კიდევ არ შეიცვალა, პიოტრი ამ სეზონსაც „ნაპოლიში“ გაატარებს. იტალიური მედიის ცნობით, ჟიელინსკი და "აძური" კონტრაქტის განახლებაზეც მუშაობენ. ასევე ირკვევა, რომ არაბეთზე უარის თქმის მიზეზი ოჯახი იყო, რომელსაც არ სურდა საუდის არაბეთში ცხოვრება.

პიოტრ ჟიელინსკი „ნაპოლიში“ 2016 წლიდან თამაშობს და 329 მატჩში თავის გამოჩენა 47 გოლით მოახერხა. ის მანამდე „უდინეზესა“ და „ემპოლის“ ღირსებას იცავდა.

0.113544