ფეხბურთი

15:02 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია: "დილას" შეუძლია სიტუაციის შეცვლა, მაგრამ მხოლოდ ჩვენს გუნდზე ვართ კონცენტრირებული"

ნიქოზიის „აპოელის“ კაპიტანმა გიორგი ქვილითაიამ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კონცენტრირებული უნდა იყვნენ, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა.

ქვილითაიამ ასევე კომენტარი გააკეთა „გენტზე“, რომელსაც „აპოელი“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში შეხვდება. ბელგიურ გუნდში გიორგი თამაშობდა, შესაბამისად, რევანშისთვის ემზადება.

„როგორც მწვრთნელმა თქვა, ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. გვესმის, რომ არაფერი დასრულებულა. ჩვენს გეგმას უნდა მივყვეთ, უნდა მოვიგოთ, სახლში ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებთან ერთად ეს შეგვიძლია და მიზანს მივაღწევთ.

გულწრფელად გითხრათ, არ ვკითხულობ მედია რას წერს. ვიცი, რომ „დილას“ შეუძლია სიტუაციის შეცვლა, პირველი თამაში მათ კარგად ჩაატარეს, მაგრამ არ ვაკვირდები რას წერენ, მხოლოდ ჩვენს გუნდზე ვართ კონცენტრირებული.

საქართველოში თამაში იოლი არ იყო, რადგან იქ მეტოქის რანგში პირველად ვითამაშე, მაგრამ თუ „გენტს“ შევხვდებით, ეს ჩემთვის მეტი მოტივაცია იქნება, სიბრაზის განცდა მექნება, რათა რაღაც დავამტკიცო, „გენტთან“ თამაში ჩემთვის აუცილებლად იქნება დამატებითი მოტივაცია“, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ „აპოელისა“ და გორის „დილას“ მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120183